ბუკმეკერთა პროგნოზით, ევროჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი რონალდუ ან გომესი გახდება
ევროპის საბუკმეკერო კანტორათა უმრავლესობა ევროპის ჩემპიონატის
საუკეთესო ბომბარდირობის მთავარ პრეტენდენტებად პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს
კრიშტიანუ რონალდუს და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელს მარიო გომესს თვლის.
ამ უშუალო დუელში კი
მცირედით გერმანელი ლიდერობს - მის ბომბარდირობაზე კოეფიციენტი 2,50-ია, მაშინ
როდესაც რონალდუს შესაძლო ბომბარდირობა 2,60-ად ფასდება. ამათ გარდა, ყველაზე
რეალურ კანდიდატთა შორის სახელდებიან: ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები: ფერნანდო
ტორესი (4,00), სესკ ფაბრეგასი (8,00) და ჩაბი ალონსო (8,00).
internet.ge