ევროპის ჩემპიონატზე განცდილი კატასტროფის შემდეგ სერიოზული ცვლილებები
იწყება ჰოლანდიის ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ ფორთოხლისფერებმა სამივე მატჩი
წააგეს ჯგუფში და ევროპის პირველობა სამარცხვინო შედეგით დაასრულეს.
ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერტ ვან
მარვაიკი აპირებს უარი თქვას რაფაელ ვან დერ ვაარტისა და კლას-იან ჰუნტელაარის
სამსახურზე, ამას გარდა, ამიერიდან ნაკრებში აღარ გამოიძახებენ ჯონი ჰეიტინგას
მისი ცუდი ფიზიკური ფორმის გამო.
ასევე, ეროვნულ გუნდში ადგილს დაკარგავენ: ვილფრედ ბოუმა, იორის
მატიისენი, დირკ კუიტი და ხალიდ ბულახრუზი ასაკის გამო.
Internet.ge