საქართველოს ნაკრების 20 წლის ფორვარდი თორნიკე შენგელია ისტორიაში
მეოთხე ქართველი კალათბურთელი იქნება (ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა
ფაჩულია), ვინც ნბა-ში ითამაშებს.
დღეს გამთენიისას ნიუ ჯერსის “პრუდენშელ სენთერში” გამართული 2012 წლის
ნბა-ს დრაფი ისტორიული გამოდგა ქართული კალათბურთისთვის - საქართველოს ნაკრების
ფორვარდი თორნიკე შენგელია მეორე რაუნდში 54-ე ნომრად აირჩია “ფილადელფია 76”-მა
და მაშინვე მასზე უფლებები “ბრუკლინ ნეთსს” მიჰყიდა.
“ვიცი, რომ “ნეთსი” ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ ბევრი ინფორმაცია არ
მაქვს ქალაქის შესახებ, რადგანაც ეს ჩემი პირველი ჩამოსვლაა აშშ-ში. მე მთელს
ენერგიას ჩავდებ მოედანზე, შემიძლია თამაში სხვადასხვა პოზიციებზე…” - განაცხადა
აღელვებულმა თორნიკემ დრაფტის დასრულების შემდეგ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის შეადარებდა საკუთარ თავს თამაშის მანერით
ნბა-ს ცნობილი კალათბურთელებიდან, ქართველმა უპასუხა, რომ საკუთარ თავს ხედავს,
როგორც “ტანიან მანუ ჯინობილის”, თუმცა ძალიან ბევრი აქვს სამუშაო სროლაზე.
Internet.ge