პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთ სკანდალში
გაეხვა - მადრიდის “რეალის” გარემარბმა დააგვიანა თვითმფრინავზე დონეცკის
საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც პორტუგალიური დელეგაცია ევროპის ჩემპიონატიდან
ლისაბონში ბრუნდებოდა.
საბოლოო ჯამში თვითმფრინავი აღარ დაელოდა რონალდუს და სამშობლოში მის
გარეშე გაფრინდა.
“მე წავედი აეროპორტის კაფეში, რათა მეყიდა ფუნთუშა, თვითმფრინავი კი
ჩემს გარეშე აფრინდა. ეს ხომ დიდი უსამართლობაა” - განაცხადა რონალდომ პატარა
დამნაშავე ბავშვივით.
თავად პორტუგალიაში ამ კურიოზულ შემთხვევას ათასი ჭორი მოჰყვა, რაც
კრიშტიანუს მიმართ კეთილგანწყობილების ზრდას ხელს არ შეუწყობს.
Internet.ge