GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ესპანეთი ევროპის მწვერვალზეა
11:55 02.07.2012
დღის სიახლეები

ესპანეთი ევროპის 2012 წლის ევროპის ჩემპიონია, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ფინალში კიევის “ოლიმპიისკიზე” იტალიის ნაკრები 4:0 გაანადგურა და ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის საუკეთესო გუნდი, რაც ისტორიული მიღწევაა.

არასდროს მანამდე არცერთ ნაკრებს ზედიზედ ორჯერ არ მოუპოვებია ევროპის ჩემპიონობა და ზედიზედ სამჯერ არ მოუგია უმსხვილესი ტურნირები - ეს პირველად სწორედ “ფურია როხამ” მოახერხა, რითაც სამუდამოდ შევიდა ისტორიაში.

პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი უკვე სოლიდური სხვაობით ლიდერობდა - დავიდ სილვასა და ხორდი ალბას ორმა გოლმა ესპანელებს საგრძნობი უპირატესობა 2:0 მოუპოვა.

მეორე ნახევარში იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ნაკლებად აქტიური ანტონიო კასანოს ნაცვლად მოედანზე გამოცდილი ფორვარდი ანტონიო დი ნატალე გამოუშვა და მანაც “სკუდრა აძურას” შეტევებს მეტი სიმწვავე შემატა, თუმცა ორი საგოლე მომენტიდან ვერცერთი ვერ გამოიყენა.

იტალიისთვის ტრაგიკული 62-ე წუთი გამოდგა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ნახევარმცველმა ტიაგუ მოტამ ფეხი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო. ამ დროს პრანდელის უკვე სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდა და იტალიელები 10 კაცით დარჩნენ მოედანზე.

მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო - დარჩენილ დროში ფერნანდო ტორესმა და ხუან მატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

 ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალი, კიევი “ოლიმპიისკი”

 ესპანეთი - იტალია 4:0

 გოლები:  სილვა 14, ალბა 41, ტორესი 84, მატა 88

 ყვითლები:  პიკე 25 - ბარძალი 45

Castrol EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.სერხიო რამოსი (ესპანეთი) – 9.69, 2.ხორდი ალბა (ესპანეთი) – 9.09, 3.იკერ კასილიასი (ესპანეთი) – 9.07

Castrol EDGE Index-ის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები: 1.სერხიო რამოსი (ესპანეთი), 2.კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), 3.ჟერარ პიკე (ესპანეთი).

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გლდანის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან1
პატრიარქი გურამ ოდიშარიას მიმართავს2
მაშველებმა მტკვარში მოხუცი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს3
ნასას მორიგი ვიდეოს „გმირი“ დედამიწა გახდა (VIDEO)4
ცესკოს პირველადი მონაცემებით მმართველი პარტიის მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X