იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ აპირებს
კარიერის გაგრძელებას ეროვნულ გუნდში და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს,
რომელიც ბრაზილიაში გაიმართება.
“ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევხდებით კონფედერაციის თასზე 2013 წელს, შემდეგ
კი 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც გამგზავრებას მაყურებლის
რანგში არ ვაპირებ” - უთხრა 34 წლის მეკარემ “La Gazzetta dello
Sport”-ს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი
საუკეთესო მეკარე “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში 1997 წლიდან თამაშობს და ამ
დროის განმავლობაში ნაკრების შემადგენლობაში მან დაახლეობით 120 მატჩი ჩაატარა.
internet.ge