ბოლო წუთს გადაწყდა,
რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსის”
შემადგენლობაში საზაფხულო ლიგაში ითამაშებს, სადაც 9-13 ივლისს 5 მოსამზადებელ
მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
ნბა-ს კლუბს
თავიდან არ სურდა დრაფტზე 54-ე ნომრად არჩეული 20 წლის კალათბურთელის ორლანდოს
“ემვეი სენთერში” საზაფხულო ლიგაზე წაყვანა და მის პირდაპირ ევროპაში დაბრუნებას
გეგმავდა, თუმცა იყოჩაღა თორნიკეს აგენტმა გაი ცუკერმა, რომელმაც დაიყოლია
“ნეთსის” ხელმძღვანელობა მისი კლიენტისთვის შანსი მიეცათ.
შედეგად
შენგელია იმ 14-კაციან განაცხადში მოხვდა, რომელიც 5 ივლისიდან ვარჯიშს ადგილზე
დაიწყებს, რის შემდეგაც ორლანდოში გაემგზავრება და “ორლანდო მეჯიქთან”, “ბოსტონ
სელტიქსთან”, “ფილადელფია 76”-თან, “ოკლაჰომა სითი თანდერთან” და “ინდიანა
პეისერსთან” ითამაშებს.
internet.ge