საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკის” იმ
27 ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც ავსტრიაში წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებაზე
გაემგზავრნენ. მზადების ეტაპი 16 ივლისამდე გაგრძელდება.
19 წლის ქართველი “სპარტაკის” შემადგენლობაში 4 საკონტროლო შეხვედრას
გამართავს: 6 ივლისს ზაგრების “დინამოსთან”, 7 ივლისს რუმინეთის “ასტრასთან”, 12
ივლისს ჩეხურ “ვიქტორია პლზენთან” და 13 ივლისს დრეზდენის “დინამოსთან”.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის “სპარტაკის” მთავარ მწვრთნელად ცნობილი
ესპანელი სპეციალისტი უნაი ემერი დაინიშნა, რომელიც მანამდე 4 წლის განმავლობაში
“ვალენსიას” წვრთნიდა.
internet.ge