ტურინის “იუვენტუსმა” ულტიმატუმი წაუყენა “ნაპოლის” ფორვარდს ედისონ
კავანის, რათა მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს ტრანსფერთან დაკავშირებით. იტალიის
ჩემპიონი მზად არის, ურაუგვაელ ფორვარდს წელიწადში 5 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ
ის “ბებერ ქალბატონში” გადასვლას დასთანხმდება.
თავის მხრივ ნეაპოლელები ყველანაირად ცდილობენ, რომ კავანი შეინარჩუნონ
და მას კონტრაქტის გახანგრძლივებას 2017 წლამდე სთავაზობენ ყოველწლიური ხელფასის 3
მილიონი ევროს ანაზღაურებით.
ამას გარდა, “იუვენტუსი” მზადაა, ფულადი ანაზღაურების გარდა “ნაპოლის”
კომპენსაციის სახით ტრანსფერში თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო შესთავაზოს.
internet.ge