დღეს, ბათუმში პლაჟის
ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიხსნება. მასში მონაწილეობას 8
მამაკაცთა და ამდენივე ქალთა გუნდი მიიღებს.
შავიზღვისპირა ქალაქში
მონაწილეები ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, ხორვატიიდან,
რუსეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან ჩამოვლენ. ისინი ევროპის ჩემპიონის
ტიტულისთვის საქართველოს ნაკრებთან ერთად იბრძოლებენ.
ტურნირი ახალ ქვიშის
სპორტულ კომპლექსში გაიმართება, რომლის მთავარი არენაც 1 500 მაყურებელს იტევს.
კომპლექსს კიდევ ორი მცირე არენაც აქვს, სადაც 400-400 მაყურებელს შეუძლია
დასწრება. 7 ივლისს ტურნირს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიგი
გოდაბრელიძე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრება.
ჩემპიონატის
გამარჯვებულები 8 ივლისს გამოვლინდებიან.
internet.ge