იტალიური პრესის ინფორმაციით, “რომას” მთავარი სატრანსფერო სამიზნე ზაფხულში “ლივერპულის” თავდამსხმელი ლუის სუარესი იქნება.
რომაული კლუბი მზად არის ერთდროულად 20 მილიონი გადაიხადოს 25 წლის ურუგვაელში, ხოლო დანარჩენი 10 მილიონი ევრო ბონუსების სახით იქნება გადარიცხული დროთა განმავლობაში.
კონტრაქტის დადების შანსს ზრდის ის ფაქტიც, რომ ორი კლუბის ხელმძღვანელობას შორის პარტნიორული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული.
შეგახსენებთ, რომ სუარესის ყიდვა ასევე სურთ: “პსჟ”-სა და “იუვენტუსს”.
Internet.ge