“პორთლენდ თრეილ ბლეიზერსი” დაინტერესებულია “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრის
ზაზა ფაჩულიას თრეიდით და მზად არის 28 წლის კალათბურთელის ბოლო ერთი წლის
კონტრაქტი (5 მილიონი დოლარი) გამოისყიდოს ჯორჯიული კლუბისგან.
“ბლეიზერსს” ახლა ძალიან სჭირდება გამოცდილი ცენტრი, რომელიც საშუალოდ 25
წუთს გაატარებს მოედანზე და ახლახანს დრაფტზე აყვანილ ახალგაზრდა მაიერს
ლეონარდსაც გამოზრდის, რომელიც ფაჩულიასნაირი გამოცდილი მოთამაშის გვერდით ბევრს
შეიძენს.
პორთლენდელებს ახლა კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ და სახელფასო
ლიმიტი აძლევთ საშუალებას სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურონ - საქართველოს ნაკრების
კაპიტანი კი მათთვის მართლაც ძალიან კარგი შენაძენი იქნება.
internet.ge