თორნიკე შენგელიამ საუკეთესო მატჩი ჩაატარა “ბრუკლინ ნეთსის”
შემადგენლობაში საზაფხულო ლიგის მე-3 შეხვედრაში “ფილადელფია 76”-თან (71:79) -
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 26.41 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა
გააკეთა.
“თოკო” ნამდვილი ლიდერი იყო თავისი გუნდისა, ჩანს რომ მან ადაპტაცია
გაიარა და პოტენციალის ჩვენება დაიწყო - კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებულ ინტერაქტიულ
გამოკითხვაში: “ვინ მოგხიბლათ დღეს ყველაზე მეტად?” ხმათა 57 პროცენტით სწორედ 20
წლის ქართველი ლიდერობს.
შენგელიამ 9-ჯერ სტყორცნა ორქულიანი ზონიდან და 5-ჯერ ჩააგდო, 4
სამქულიანიდან 1 ზუსტი გამოდგა, ხოლო 6 საჯარიმოდან ექვსივე კალათში მოათავსა.
თორნიკე შენგელია და მისი “ბრუკლინ ნეთსი” საზაფხულო ლიგის მორიგ შეხვედრას
ხვალ დილით, ყველაზე ძლიერ მეტოქესთან, ნბა-ს გასული სეზონის ფინალისტ “ოკლაჰომა
სითი თანდერთან” გამართავენ.
internet.ge