იტალიელი
სპეციალისტი ფაბიო კაპელო რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად
დაინიშნა. ამის შესახებ, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით, BBC
იუწყება.
ახალი
მწვრთნელი უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავა და კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს.
კარიერის
განმავლობაში კაპელო ისეთ იტალიურ გრანდებს წვრთნიდა, როგორებიცაა „მილანი“,
„იუვენტუსი“ და „რომა“; იგი ხელმძღვანელობდა ესპანურ „რეალსაც“. 2007 წლიდან
მიმდინარე წლის თებერვლამდე იტალიელი სპეციალისტი ინგლისის ნაკრებს ედგა სათავეში.
internet.ge