მახაჭყალას „ანჟის“ ფორვარდი სამუელ ეტოო თავის ყოფილ
თანაგუნდელს მილანის „ინტერში“, უესლი სნაიდერს, რუსულ კლუბში გადასვლისკენ მოუწოდებს. კამერუნელმა ფორვარდმა ჰოლანდიელს ეს სატელეფონო საუბრისას უთხრა.
31 წლის ეტოო თვლის, რომ
სნაიდერის ტრანსფერის შემთხვევაში, „ანჟის“ სერიოზული ტიტულების მოგების შანსი გაუჩნდება.
თავის მხრივ,
„ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სნაიდერმა
შესაძლოა კლუბი დატოვოს
და დაღესტანის დედაქალაქის გუნდში გადავიდეს.
internet.ge