„მანჩესტერ სითის“ ფორვარდის, ედინ ჯეკოსათვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი „მილანია“. Daily
Mail-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბი მზადაა
ბოსნიელ ფორვარდში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „როსონერთა“ შეტევის ლიდერის ზლატან იბრაჰიმოვიჩის „პსჟ“-ში გადასვლის თაობაზე კლუბის მფლობელმა
სილვიო ბერლუსკონიმ უკვე განაცხადა, შესაბამისად,
ახლა საჭიროა მისი შემცვლელის მოძებნა - ჯეკო კი ამ მიმართულებით მთავარი
კანდიდატურაა.
ბოსნიელი,
თავის დროზე, „მანჩესთერ სითიში“ გერმანული „ვოლფსბურგიდან“ 27 მილიონი
გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი
შეტევაში უფრო მეტ სათამაშო დროს მარიო ბალოტელის, სერხიო აგუეროს და კარლოს ტევესს აძლევს.
internet.ge