რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების
ჩაბარების შემდგომ, ფაბიო კაპელო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
გახდება. Daily Mail-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის შემოსავალი გაორმაგდება
იმასთან შედარებით, რასაც ინგლისის ნაკრებში გამოიმუშავებდა. სავარაუდოდ, კაპელო
რუსეთის ნაკრებში ორ წელიწადს გაატარებს და ამისთვის გასამრჯელოს სახით 12 მილიონ
დოლარს მიიღებს.
ფაბიო კაპელოს შვილი, რომელიც ამავდროულად
მისი აგენტიცაა, ამჟამად მოსკოვში იმყოფება და კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.
სავარაუდოდ, იტალიელი მწვრთნელის დებიუტი რუსეთის ეროვნულ გუნდში 14 აგვისტოს
შედგება, როდესაც რუსები ამხანაგურ თამაშში კოტ დივუარს გაეჯიბრებიან.
კაპელო ამ პოსტზე ჰოლანდიელ სპეციალისტს, დიკ
ადვოკაატს ჩაანაცვლებს, რომელიც უკვე „პსვ ეინდჰოვენის“ მწვრთნელად დაინიშნა.
Internet.ge