„ლივერპულმა“ უარი განაცხადა, გუნდიდან არენდით გაუშვას ინგლისის
ნაკრების ფორვარდი ენდი კეროლი, თუმცა მზად არის განიხილოს მისი გაყიდვის
ვარიანტები, მინიმუმ 20 მილიონ ფუნტად.
„რაც შეეხეა კეროლს, როდესაც კლუბი 35 მილიონ ფუნტს იხდის ფეხბურთელში,
შემდეგ მისი არენდით გაშვების შესაძლებლობას აღარ განიხილავს. თუ ჩვენ მივიღებთ
ისეთ წინადადებას, სადაც საუბარი იქნება ფეხბურთელის 20 მილიონად გაყიდვაზე, მაშინ
განვიხილავთ მას,“ - განაცხადა „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან
როჯერსმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის შემტევი თავის დროზე „ლივერპულმა“
„ნიუკასლისგან“ 35 მილიონ ფუნტად იყიდა.
Internet.ge