გორის “დილამ” სენსაცია მოახდინა ევროპის ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის
პირველ შეხვედრაში დანიაში, სადაც ადგილობრივი “ორხუსი” მათე ვაწაძისა და სანდრო
გურულის გოლებით 2:1 სძლია. მეორე ქართულმა კლუბმა, რუსთავის “მეტალურგმა” კი
წარუმატებლად იასპარეზა და თბილისში “მიხეილ მესხზე” 1:3 დამარცხდა ჩეხურ
“ვიკტორია პლზენთან”.
ორხუსის “NRGI პარკზე” ქართველებმა გოლი მე-3 წუთზევე გაუშვეს, თუმცა
მოახერხეს სასტარტო ზეწოლის გაძლება და სიტუაციის შემობრუნება. გამათანაბრებელი
გოლი მათე ვაწაძემ პირველი ტაიმის დასასრულამდე 11 წუთით ადრე გაიტანა. მეორე
ნახევარში “დილამ” შეძლო გამარჯვების გოლის გატანა, 84-ე წუთზე ალექსანდრე გურულმა
გორელებს თამაში მოაგებინა.
განმეორებითი შეხვედრები 26 ივლისს გაიმართება.
ევროპის ლიგის მეორე
შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩები
“მეტალურგი” (რუსთავი)
– “ვიკტორია პლზენი” (ჩეხეთი) 3:1
გოლები: ტატანაშვილი 29 - ხორვატი 14,59, კოლარჟი 32
“ორხუსი” (დანია) –
“დილა” (გორი) 1:2
გოლები: ვიდშერი 3 - ვაწაძე 34, გურული 84
Internet.ge