შვეიცარიულ ნიონში გამართული ევროტურნირების მე-3 შესარჩევი ეტაპის
კენჭისყრის შედეგად გაირკვა ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები, თუ, რაღა თქმა
უნდა ისინი ბრძოლის გაგრძელებას შეძლებენ ამ ეტაპზე.
იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგის მე-3 შესარჩევ ეტაპზე “ზესტაფონმა”
შეძლო საოცრების მოხდენა ბაქოში “ნეფთჩისთან” 0:3 მარცხის შემდეგ და სამშობლოში
სასურველი შედეგით მოიგო, მე-3 ეტაპზე მისი მეტოქე “ჟილინა” (სლოვაკეთი) –
“კირიან-შმონას” (ისრაელი) წყვილში გამარჯვებული იქნება.
რაც შეეხევა ევროპის ლიგას, აქ რუსთავის “მეტალურგის” შემდეგ ეტაპზე
გასვლის შემთხვევაში, მისი მეტოქე პოლონური “რუხისა” და მაკედონიური “მეტალურგის”
გამარჯვებული, ხოლო გორის “დილას” მეტოქე შემდეგ ეტაპზე ესტონურ “ლევადიასა” და
კვიპროსულ “ანორთოსისს” შორის გამარჯვებული იქნება.
Internet.ge