იტალიის საფეხბურთო
სკანდალთან დაკავშირებით პოლიციამ ახალი დეტალები გაახმაურა. სამართალდამცავებმა
დომენიკო კრიშიტო დაკითხეს, რომელიც „ჯენოას“ ფეხბურთელი იყო, ამჟამად კი
„ზენიტის“ წევრია.
კრიშიტომ დეტალურად
ისაუბრა „სამპდორიასთან“ გარიგებული მატჩის შესახებ. გამოძიებამ მის ჩვენებას
ფოტოც დაურთო, რომელზეც ნათლად ჩანს თავად იტალიელი ფეხბურთელი, ჯუზეპე სკულიო და
ერთ-ერთი მსხვილი ტოტალიზატორის მეპატრონე მასიმო ლეოპიზი. სამართალდამცავები
დარწმუნებული არიან, რომ რამდენიმე საეჭვო მატჩიდან „ჯენოა“ – „სამპდორიას“ დერბი
ნამდვილად გარიგებული იყო. ამ საქმეში კიდევ 25 ფეხბურთელის გვარი ფიგურირებს. მათ
შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება.
„ზენიტის“ მთავარმა
მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი
ფეხბურთელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს:
„კრიშიტო იტალიაში
იმყოფებოდა. იგი დაკითხეს და მისი განმარტებები საქმესთან დაკავშირებით მიღებულია.
ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საერთოდ კი ასახსნელი არც არაფერი იყო. პოლიციას
მხოლოდ ერთ-ერთ ფოტოზე მისი არსებობა აინტერესებდა. იგი „ჯენოას“ გულშემატკივრების
ლიდერს ხვდებოდა. ამ შეხვედრაზე მისთვის უცნობი სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ.
კრიშიტომ ყველაფერი განუმარტა სამართალდამცავებს,“ - აღნიშნა სპალეტიმ.
Internet.ge