ლონდონში გამგზავრების
წინ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ფიცი დადეს. ფიცის დადების სიმბოლური
ცერემონია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს გაიმართა და მასში ნაკრების წევრებთან
ერთად მწვრთნელები, ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი
მონაწილეობდნენ.
ფიცის ტექსტი ოლიმპიური
ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა, რის შემდეგაც
სპორტსმენებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი მოისმინეს.
ქართველი
ოლიმპიელებისთვის ლონდონის თამაშებზე გამგზავრების წინ ეს ერთ-ერთი ბოლო
ოფიციალური ღონიძიება იყო თბილისში. გამთენიისას ქართული დელეგაცია ლონდონში,
ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება.
წლევანდელ ოლიმპიადაზე
სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და
კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება. ნინო სალუქვაძე და მშვილდოსანი
ქრისტინე ესებუა უკვე ლონდონში იმყოფებიან.
ოლიმპიური თამაშები 27
ივლისს გაიხსნება, მედლებისთვის ბრძოლაში კი პირველები ძიუდოისტები ჩაერთვებიან.
Internet.ge