“ზესტაფონი” “ნეფთჩისთან” ვა-ბანკზე წავა, ამის შესახებ განცხადება წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “ზესტაფონის”
მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა გააკეთა - დღეს 21.00 საათზე საქართველოს
ჩემპიონი ბაქოს “ნეფთჩის” შინ “დავით აბაშიძეზე” ჩემპიონთა ლიგის მეორე
საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლებს და შეეცდება
აზერბაიჯანში მარცხისთვის (0:3) რევანში აიღოს.
“მინდა ისევ პირველ შეხვედრას შევეხო, ეს იყო ყველაზე ცუდი და უსუსური
მატჩი, რაც გუნდს უთამაშია. განსაკუთრებით გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენ ამხელა
გზა გავიარეთ ამ თამაშამდე რომ მოვსულიყავით...
სამწუხაროდ, ყველაფერი ცუდად დასრულდა, თუმცა როგორც გასვლაზე შეიძლება
ცუდი თამაში, ასევე შესაძლებელია შინ კარგად ვითამაშოთ. მე ჩემი გუნდის იმედი
მაქვს და იმედი მაქვს ჩვენი გულშემატკივარის, არამარტო ზესტაფონელების და
"ზესტაფონის" ქომაგების, არამედ სრულიად ქართველი ფებურთის
მოყვარულების.
გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, ჩვენ წავალთ ვა-ბანკზე იმიტომ, რომ
ერთი თამაში გვაქვს მოსაგები და თან დიდი ანგარიშით, ამიტომ სხვა გზა არ გვაქვს.
სიტყვა "თუც" კი არ მინდა ვიხმარო. მიზანი მხოლოდ შემდგომ ეტაპზე
გასვლაა, სხვა არანაირი გამარჯვება არ იქნება მისაღები. ჩვენი გაფუჭებული, ხვალ
ჩვენვე უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა “ზესტაფონის” ოფიციალური
ვებგვერდის ინფორმაციით.
Internet.ge