“ნიუ იორკ რედ ბულზის” თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ამერიკულ პრესასთან
ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა ლონდონის “არსენალში” დაბრუნდეს -
შეგახსენებთ, რომ “მეთოფეთა” ლეგენდამ ზამთარში უკვე ითამაშა კლუბში მცირეხნიანი
არენდით.
“კარგი იქნებოდა ინგლისში დაბრუნება, რაღა თქმა უნდა “არსენალზე” მაქვს
საუბარი. ზამთარში არ მინდოდა კლუბში დარჩენა, მაშინ მე მხოლოდ მისახმარებლად
გავემგზავრე, რადგანაც ჟერვინიო და შამახი დროებით აფრიკის თასზე სათამაშოდ
გაემგზავრნენ.
მაშინ კლუბის ხელმძღვანელობამ მკითხა, მსურდა თუ არა გუნდში დარჩენა. წინასწარ
არასოდეს არ იცი, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ჯერ არ მილაპარაკია ამ თემაზე
არსენ ვენგერთან, ამიტომაც ვერ გეტყვით, რამდენად სწრაფად მოხდება ჩემი
“არსენალში” დაბრუნება” - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.
Internet.ge