მადრიდის “რეალმა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურზმა” განაახლეს მძიმე
მოლაპარაკებები ხორვატი ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით -
“სამეფო კლუბი” მზადაა ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ინგლისელები
45 მილიონზე ნაკლებზე თანახმანი არ არიან.
ამაშობაში პარიზულმა “პსჟ”-მ მზადყოფნა გამოხატა მოთხოვნილი თანხა
გადაიხადოს და თავისი, ისედაც უკვე ვარსკვლავური შემადგენლობა, ხორვატიის ნაკრების
ლიდერით გააძლიეროს. ყველაფერი დღე-დღეზე უნდა გადაწყდეს.
თავის მხრივ მოდრიჩი
აგრძელებს ვარჯიშს “ჰოთსპურზის” ბაზაზე და საკითხის გადაწყვეტას ელოდება - ხორვატს
კარიერის გაგრძელება “რეალში” სურს.
Internet.ge