“დილა” ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა - გორელებმა განმეორებით შეხვედრაშიც სძლიეს
დანიური “ორჰუსი” 3:1 და მესამე რაუნდში მათი მეტოქე კვიპროსულ “ანორთოსისსა” და
ესტონურ “ლევადიას” წყვილში გამარჯვებული იქნება.
თბილისის “მიხეილ მესხზე” მატჩი “დილასათვის” ცუდად დაიწყო და პირველი 45
წუთის შემდეგ მეტოქე 1:0 დაწინაურდა, თუმცა მეორე ნახევარში მათე ვაწაძის დუბლითა
და გიორგი შაშიაშვილის გოლით ქართულმა გუნდმა თამაშში გარდატეხის შეტანა შესძლო.
“დილა”-“ორჰუსი” 3:1
(0:1)
დილა: სკენდერი,
სალუქვაძე, ონიანი, შაშიაშვილი, კვირკველია, კაშია (ბეჭვაია 27), ალადაშვილი
(ახალკაცი 57), გოგუა (მოდებაძე 77), გრიგალაშვილი, ვაწაძე, გურული.
გოლები: 0:1
სკენდერი (34, ს.კ.), 1:1 ვაწაძე (62), 2:1 შაშიაშვილი (74), 3:1 ვაწაძე (83).
Internet.ge