ლონდონში დღეს, ოლიმპიადა გაიხსნება,
სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად
ქართველებიც იბრძოლებენ.
წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება, რომელიც მშვილდოსან ქრისტინე ესებუასთან ერთად უკვე ლონდონში იმყოფება.
საქართველოს სახელით, ეროვნულ ნაკრებში, ქვეყნის ღირსებისთვის წელს წარმოშობით პოლონელი მძლეოსანი მასიეჟ როსიევიჩი იასპარეზებს. სპორტსმენის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მან იმ დიდი სიყვარულის ნიშნად მიიღო, რომელიც ქართველ და პოლონელ ხალხს ერმანეთთან აკავშირებს.
ლონდონში გამგზავრებამდე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და სპორტულ თამაშებში წარმატებები უსურვა.
internet.ge