ევროტურნირებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბის გორის “დილას”
მეტოქე ევროპის ლიგის მე-3 შესარჩევ ეტაპზე კვიპროსული “ანორთოსისი” იქნება.
პირველი შეხვედრა 2 აგვისტოს თბილისში გაიმართება, განმეორებითი კი 9 აგვისტოს
ლარნაკაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე გუშინ გორელებმა
თბილისის “მიხეილ მესხზე” დანიის “ორჰუსი” გააკრეს ბეჭებზე 3:1, ხოლო
“ანორთოსისმა” მეორე მატჩშიც გაანადგურა ესტონური “ლევადია” და შემდეგ ეტაპზე თამაშის
უფლება ასე მოიპოვა.
ევროპის ლიგას გამოეთიშა რუსთავის “მეტალურგი”, რომელიც გუშინ გვიან
ღამით ჩეხეთში 0:2 დამარცხდა “ვიკტორია პლზენთან”.
Internet.ge