“მილანის” თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ
იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსელონა” დაუმარცხებელია. მისი
აზრით, კატალუნიურ გუნდს ვერავინ ვერ შეედრება.
“ბარსელონას” დამარცხება მხოლოდ ვულკანს შეუძლია, რომელიც აიძულებს გუნდს
40 საათი იმგზავროს ავტობუსით. მოურინიო ამბობს, რომ “ბარსას” დამარცხება ძნელიაო
- მე თუ მკითხავთ, ძნელი კი არა, თითქმის შეუძლებელია, რადგანაც ეს გუნდი ერთი თავით
ყველაზე მაღლა დგას ყველაზე” - თქვა 29 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ამ კვირას
მეტად სასიხარულო ცნობა მიიღო ექიმებისგან: მას უფლება მიეცა პროფესიონალური
კარიერა გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ ზამთარში ანტონიომ ოპერაცია გადაიტანა გულზე და მას
შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა: “მე სერიოზულად მეშინოდა სიკვდილის, მაგრამ საბედნიეროდ
ახლა ყველაფერი კარგადაა და მზად ვარ, რომ მოედანს დავუბრუნდე” - ამბობს კასანო.
Internet.ge