ლონდონში რიგირ 30-ე ოლიმპიადა გაიხსნა, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ქართველებიც იბრძოლებენ.
დღეიდან, ოლიმპიადით გათვალისწინებულ ასპარეზობებში ჩაერთვებიან მოკრივე მერაბ თურქაძე, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, ველომრბოლელი გიორგი ნადირაძე, ასევე ერთეულებში ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი და წყვილებში ტატიშვილი-ჩახნაშვილი. 29 ივლისიდან ოლიმპიადაზე იასპარეზებენ ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები წლევანდელ თამაშებზე სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელით, 35 კაციანი შემადგენლობით გამოვა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ხოლო ვიცე-კაპიტანი ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანია.
შეგახსენებთ, ოლიმპიადაზე
ქალ მშვილდოსანთა შეჯიბრი, ინდივიდუალური პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპით გუშინ დაიწყო. საქართველოს სახელით მოასპარეზე 27 წლის ქრისტინე
ესებუამ 642 ქულას მოუყარა თავი, 34-ე ადგილი დაიკავა.
Internet.ge