ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გავიდა. მან ნახევარფინალში იაპონელი მასაში ებინუმა ორთაბრძოლის დაწყებიდან 2 წუთსა და 11 წამში იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უნგრელი მიკლოშ უნგვარი იქნება.
internet.ge