ლაშა შავდათუაშვილმა ბრწყინვალედ ჩაატარა დღე და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი.
20 წლის ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო იპონით და ფინალში გავიდა, იქ კი 32 წლის უნგრელი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. შავდათუაშვილი ფინალშიც აქტიუობდა, მოწინააღმდეგეს ჯერ იუკო აართვა, შემდეგ კი გაფრთხილება მიაღებინა და მართალია იპონით ვერა, მაგრამ დამსახურებულად და ღირსეულად დაამარცხა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე გზაზე ჩამოიშორა ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა, ფრანდი დავიდ ლაროსი, ბრიტანელი კოლინ უოთსი და ძლიერი იაპონელი მასაში ებინუმა.
ეს მედალი პირველი საქართველოს ოლიმპირი დელეგაციისთვის. შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში კიდევ ხუთი ძიუდოისტი გავა ლონდონურ ტატამზე.
internet.ge