წარუმატებლად დაიწყო 30 ივლისის ოლიმპიური დღე ქართული დელეგაციისათვის -
ძიუდოს 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას 22
წლის ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც 1/32 ფინალში დამარცხდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ
კი-ჩუნ ვანთან.
ქართველმა ძიუდოისტმა ძლიერ მეტოქეს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, თუმც
ერთადერთხელ მისცა ილეთის გაკეთების საშუალება, რომელიც იუკოთი შეფასდა და
მინიმალური სხვაობით წააგო.
Internet.ge