ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ლონდონის ოლიმპიადის ქალ ერთეულთა
თანრიგის მეორე რაუნდში გავიდა, მას შემდეგ რაც პირველ რაუნდში ლიხტენშტაინის
წარმომადგენელი სტეფანი ვოგტი ორ სეტში 6-2, 6-0 დაამარცხა.
მეორე რაუნდში მისი მეტოქე რუსი ნადია პეტროვა იქნება, რომელმაც გზიდან
ჩინელი ჯი ჟენგი გდაძაბულ ბრძოლაში 6-4, 7-6 ჩამოიცილა.
Internet.ge