ლონდონის ოლიმპიური
თამაშების მე-4 დღეს მედლების 15 კომპლექტი გათამაშდება. ჯილდოებს სპორტის შვიდ
სახეობაში დაინაწილებენ: მშვილდოსნობაში, ცურვაში, მძიმეწონიან ძალოსნობაში,
ფარიკაობაში, ცხენოსნობაში, წყალში ხტომასა და სპორტულ ტანვარჯიშში. გარდა ამისა,
ჩატარდება კალათბურთისა და ხელბურთის მატჩებიც.
მამაკაცები ერთმანეთს
ტირის სროლაში შეეჯიბრებიან, ქალები კი - მშვილდოსნობაში. მათ შორის იქნება
ქართველი ქრისტინე ესებუაც (15:02 სთ). ძიუდოისტებს შორის კი მედლების ორი კომპლექტი
გათამაშდება: მამაკაცებს შორის 81 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ავთანდილ
ჭრიკიშვილი იასპარეზებს (13:26 სთ), და ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში.
4 ოლიმპიური ჩემპიონი
გამოვლინდება ცურვაში. ფინალური შეხვედრები გაიმართება შემდეგ კატეგორიებში: 4х200
მეტრი, თავისუფალი სტილი მამაკაცებს შორის; 200 მეტრი, ბრასი მამაკაცებს შორის,
სადაც ქართველი ირაკლი ბოლქვაძე გამოვა (13:40 სთ); 200 მეტრი, თავისუფალი სტილი
ქალებს შორის; 200 მეტრი, კომპლექსური ცურვა ქალებს შორის.
დღესვე გაინაწილებენ
მედლებს მძიმე წონითი კატეგორიის ძალოსნებიც: 69 კგ-მდე კატეგორიაში მამაკაცები და
63 კგ-მდე კატეგორიაში ქალები. ინდივიდულურ პირველობაში ოლიმპიურ ჩემპიონს
გამოავლენენ მოფარიკავეებიც. ცხენოსნობაში სამჭიდის გამარჯვებულთა ვინაობა გახდება
ცნობილი როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ პირველობებში.
ასევე, გაიმართება
ფინალური შეჯიბრი წყალში სინქრონულ ხტომაში როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს შორის.
მედლების კომპლექტი გათამაშდება სპორტულ ტანვარჯიშშიც.
დღესვე გაიმართება
მატჩები ჩოგბურთში, სადაც ანა ტატიშვილი იასპარეზებს (16:30).
internet.ge