მორბენალი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ოლიმპიადაზე ათლეტებს გაეჯიბრება
პირველად ოლიმპიადის
ისტორიაში ჩვეულებრივ ათლეტებთან ერთად იასპარეზებს ადამიანი, რომელსაც ორივე ფეხი
ამპუტირებული აქვს. ოსკარ პისტორიუსის რეკორდი - 45,07 წამია 400 მეტრზე სირბილში, იგი მცირედით ჩამორჩება მსოფლიო
რეკორდს, რომელიც 43,18 წამს შეადგენს.
დღესდღეობით ეს
ადამიანი ნათელი გამოხატულებაა იმ მოწოდებისა, რომელიც ლონდონის ოლიმპიური
თამაშების გახსნისას გაჟღერდა: ბოლოსდაბოლოს ვისწავლოთ ადეკვატურად, სტერეოტიპების
გარეშე მოვექცეთ შეზღუდული ჯანმრთელობის
მქონე ადამიანებს.
მორბენალი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, სარბენ ბილიკზე 4 აგვისტოს გავა.
internet.ge