1-ელ აგვისტოს, ლონდონის ოლიმპიადის დღეს საქართველო მედლის მოპოვების
იმედით იწყებს - დღეს ბრძოლაში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ფავორიტი, ძიუდოისტი ვარლამ
ლიპარტელიანი ერთვება, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიის 1/32 ფინალში
კამერუნელ დიუდონ დოლასემს შეხვდება თბილისის დროით დაახლოებით 12.58 საათზე.
ასევე სპორტულ სროლაში იასპარეზებს ქართული დელეგაციის მედროშე ლონდონში,
ნინო სალუქვაძე, რომელიც 25 მეტრზე პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან
ჩაერთვება. შეჯიბრების სტარტი თბილისის დროით 12.00 საათზეა.
Internet.ge