ლონდონის ოლიმპიადის
მე-5 დღეს მედლების 20 კომპლექტი გათამაშდება.
გამარჯვებულები
გამოვლინდებიან მძიმეწონიან ძალოსნობაში: მამაკაცთა შორის 77 კგ-მდე წონით
კატეგორიაში და ქალთა შორის 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ასევე, სამი კატეგორიის
ნიჩბოსნობაში: ქალებს შორის წყვილებში, ქალებს შორის ოთხეულში და მამაკაცებს შორის
რვიანებში. მამაკაცები ბედს ნიჩბოსნურ სლალომში და 3 მეტრიანი ტრამპლინიდან
სინქრონულ ხტომაშიც ცდიან. ველოსპორტში მედლებს დაინაწილებენ როგორც მამაკაცები,
ისე ქალები. ისინი ერთმანეთს ინდივიდუალურ რბოლაში გაეჯიბრებიან.
დღესვე გაიმართება
ასპარეზობები ძიუდოში: მამაკაცებს შორის 90 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ქართველი
ვარლამ ლიპარტელიანი გამოდის (12:30 სთ), და ქალებს შორის 70 კგ წონით
კატეგორიაში. მედლის მოპოვებას კიდევ ერთი ქართველი ნინო სალუქვაძე შეეცდება,
რომელიც 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს (12:00 სთ). ქალები
გამარჯვებისთვის იბრძოლებენ მაგიდის ტენისშიც. მამაკაცები კი საუკეთესო სამეულს
სპორტულ ტანვარჯიშში გამოავლენენ.
მედლების 4 კომპლექტი
გათამაშდება ცურვაში: 200 მეტრზე ბრასით მამაკაცებს შორის, ამავე დისტანციაზე
ბატერფლაი ქალებს შორის, 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვა მამაკაცებს შორის და 4
x 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვა ქალებს შორის.
დღესვე დაინაწილებენ
მედლებს მოფარიკავეებიც - როგორც მამაკაცები, ისე ქალები.
Internet.ge