3 აგვისტო ქართული დელეგაციისათვის მოვლენებით დატვირთული იქნება
ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე - ასპარეზობაში 3 ქართველი სპორტსმენი
ჩაერთვება 3 განსხვავებულ სახეობაში.
უპირველეს ყოვლისა სათქმელია, რომ ეს ბოლო დღეა ძიუდოში და ტატამზე
შესაბამისად +100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვლენ - საქართველოს
ნაკრების წარმომადგენლის ადამ ოქრუაშვილის მეტოქე პირველ წრეში გერმანელი ანდრეას
ტოელცერი იქნება, ხოლო მისი დამარცხების შემთხვევაში ადამი რუმინელ ვლადუტ
სიმონესკუსა და ყირგიზ იური კრაკოვეცკის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება
მეორე წრეში.
ძალოსანთა შეჯიბრებაში ჩაერთვება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მედლის იმედი
რაულ ცირეკიძე, რომელიც 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას B ჯგუფიდან
დაიწყებს.
სადებიუტო სტარტი ექნება ლონდონში საქართველოს ნაკრების ძალოსან ბოლესლავ
სხირტლაძეს, რომელიც სიგრძეზე ხტომის სახეობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.
ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო +100 კგ.) – 12.30 სთ.
რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა 85 კგ.) – 13.00 სთ.
ბოლესლავ სხირტლაძე (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა) – 22.50 სთ.
Internet.ge