საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა რაულ ცირეკიძემ 85 კილოგრამ
წონით კატეგორიაში B ჯგუფში გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა - ქართველმა
სპორტსმენმა ორივე დისციპლინაში: ატაცსა და აკვრაში ჯამური 362 (162+200) ქულა
აჩვენა, რაც მაღალი დონის შედეგი არ არის.
წინასწარი პროგნოზით, ცირეკიძეს ამ მაჩვენებლით მედლის მოპოვების ძალიან
ცოტა შანსი აქვს. ყველაფერი გვიან ღამით გაირკვევა, როდესაც ასპარეზობაში
უძლიერესთა A ჯგუფი ჩაებმება.
“გული მწყდება, რომ უკეთესად ვერ გამოვედი. რა თქმა უნდა, ძალიან
უკმაყოფილო ვარ. პირველ მოძრაობაში ორი შანსი ვერ გამოვიყენე და საბოლოო შედეგზე
ამანაც იმოქმედა” - თქვა შეჯიბრების შემდეგ ქართველმა.
Internet.ge