დღეს
ლონდონის ოლიმპიადაზე მედლების 25 კომპლექტი გათამაშდება. მათთვის სპორტის 11
სახეობის წარმომადგენლები იბრძოლებენ.
მედლების 6
კომპლექტი გათამაშდება მსუბუქ ძალოსნობაში, 4-4 მედლისთვის იბრძოლებენ ცურვასა და
აკადემიურ ნიჩბოსნობაში, 2 -2 საპრიზო ადგილებისთვის გაეჯიბრებიან ჩოგბურთში,
ბადმინტონში, ტყვიისა და სკიტის სროლაში, თითო გამარჯვებული გამოვლინდება მძიმე
ძალოსნობაში, ფარიკაობაში, ველოსპორტში, სამჭიდსა და ბატუტზე ხტომაში. ამ
უკანასკნელში მონაწილეობას ქართველი ლუბა გოლოვინაც მიიღებს.
ჩოგბურთის
მოყვარულები მოუთმენლად ელიან მარია შარაპოვასა და სერენა უილიამსის დუელს,
რომლებიც ერთმანეთს ფინალში, ოქროს მედლისთვის
გაეჯიბრებიან.
internet.ge