რამდენიმე წუთის წინ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე პირველი ორთაბრძოლის მოგება შეძლო.
ქართველმა ფალავანმა სამხრეთ კორეელ ჯინ ჰიეოკ კიმს სძლია და მერვედფინალური საგზურის მოპოვება მოახერხა.
მომდევნო ეტაპზე ზურაბ დათუნაშვილი კუბელ ალექსეი ბელისა და ამერიკელ ბენჯამინ პროვისორს შორის საუკეთესოს შეხვდება.
ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქალ ჩოგბურთელთა შორის ოქროს მედლის მფლობელის ვინაობაც გაირკვა. ფინალურ ორთაბრძოლაში ამერიკელი სერენა უილიამსი მარია შარაპოვას დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად, ორ სეტში 6:1, 6:0 დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის ამერიკელმა სპორტსმენმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსანი, ბელორუსი ვიქტორია აზარენკა გამოთიშა ასპარეზობიდან. აზარენკამ კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსი მარია კირილენკო დაამარცხა.
internet.ge