საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი აცხადებს, რომ ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, საქართველო ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებს.
ამის შესახებ ლადო ვარძელაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალი პროექტის „სწრაფი გრანტები - იდეა+" პრეზენტაციიის დროს განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, კონკურენცია საკმადო დიდია, თუმცა საქართველოს ჩემნპიონატის მასპინძლობის შანსი აქვს.
„2020 წლამდე საკმარისი დროა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ტურნირის მასპინძლობისთვის სათანადოდ მომზადება მოასწროს. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის და არავინ იცის რა მოხდება. შესაბამისად, ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ" - განაცხადა ვარძელაშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი 2020 წლის ჩემპიონატზე საქართველოს არ მიეცემა შესაძლებლობა ჩემპიონატს უმასპინძლოს, განაცხადს 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის შეიტანენ.
internet.ge