ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავის ნეიმარის მიმართ ინტერესი მდიდარი
ევროპული კლუბების მხრიდან არნახულია - ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, 20 წლის
ფორვარდის ტრანსფერით დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსის” მფლობელი რომან
აბრამოვიჩი. რუსი მილიარდელი მზად არის ასტრონომიული თანხა 63 მილიონი ევრო
გადაიხადოს სასურველ ფეხბურთელში.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბებს შორის, რომლის შედეგებიც
უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
“ჩელსის” გარდა, ნეიმარით ასევე დაინტერესებულნი არიან: “ბარსელონა” და
მადრიდის “რეალი”. ბოლო ინფორმაციით, თავად ფორვარდის სიმპათიები “ბარსას” მიმართ
იხრება.
Internet.ge