მოჭიდავეების იმედად - ორდღიანი შესვენების შემდეგ ლონდონის 2012 წლის
ზაფხულის ოლიმპიადაზე კვლავ იასპარეზებენ ქართველი სპორტსმენები - ბრძოლაში
თავისუფალის სტილის მოჭიდავეები: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 55 კილოგრამი წონითი
კატეგორია და დავით ხუციშვილი 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩაებმებიან.
ხინჩეგაშვილის მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდში ეგვიპტელი იბრაჰიმ მოჰამედი
იქნება, ხოლო ხუციშვილი ამავე ეტაპზე მონღოლ ფალავან უნურბატ პურევჯავს
შეერკინება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი მოჭიდავეები 1/8 ფინალში გავლენ.
განრიგი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
(თავისუფალი სტილის ჭიდაობა 55კგ.) - იბრაჰიმ მოჰამედი (ეგვიპტე) – 16.00სთ.
დავით ხუციშვილი
(თავისუფალი სტილის ჭიდაობა 74კგ.) - უნურბატ პურევჯავი (მონღოლეთი) – 16.10სთ.
Internet.ge