ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გორის “დილას” მეტოქე პორტუგალიური “მარიტიმუ”
იქნება - ასეთი შედეგი დააფიქსირა რამდენიმე წუთის უკან შვეიცარიულ ნიონში
გამართულმა კენჭისყრამ.
პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს პორტუგალიაში გაიმართება, განმეორებითი კი
30 აგვისტოს თბილისში. წყვილში გამარჯვებული ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის
უფლებას მოიპოვებს, რომელიც 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. ფინალი 15 მაისს
ამსტერდამში შედგება.
internet.ge