11 აგვისტო მეტად დატვირთული იქნება ქართული დელეგაციისათვის ლონდონის
ოლიმპიადაზე - დღეს ასპარეზობაში 4 ქართველი სპორტსმენი ჩაებმება. აქედან 3
თავისუფალი სტილის მოჭიდავეა: 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მალხაზ ზარქუა
იჭიდავებს, 84 კგ-ში დავით მარსაგიშვილი, ხოლო 120 კგ-ში დავით მოძმანაშვილი. ამას
გარდა, მძლეოსნობაში 50 კილომეტრის დისტანციაზე სპორტულ სიარულში მაცეი როსევიჩი
გამოვა.
მოჭიდავეთაგან სამივეს აქვს მედლის მოპოვების შანსი, მითუმეტეს, რომ
ქართული დელეგაციისათვის ეს ბოლოსწინა დღეა 2012 წლის ოლიმპიადაზე და გუნდურ
ჩათვლაში პოზიცია გასაუმჯობესებელია.
განრიგი
მალხაზ ზარქუა
(თავისუფალი სტილის ჭიდაობა 60კგ. 1/8 ფინალი) - ვასილ ფედორიშინი (უკრაინა) –
16.36სთ.
დავით მარსაგიშვილი
(თავისუფალი სტილის ჭიდაობა 84კგ. 1/8 ფინალი) - უიტუმენ ორგოდოლი (მონღოლეთი) –
16.36სთ.
დავით მოძმანაშვილი
(თავისუფალი სტილის ჭიდაობა 120კგ. 1/8 ფინალი) - ფლორეს რუისი (მექსიკა) –
16.54სთ.
მაცეი როსევიჩი
(მძლეოსნობა, სპორტული სიარული 50 კილომეტრზე, ფინალი) – 12.00სთ.
Internet.ge