დავით მოძმანაშვილი ნახევარფინალში გავიდა
17:52 11.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ლონდონში, თავისუფალი სტილით ვაჟ მოჭიდავეთა პირველობაზე 120 კგ-ში დავით მოძმანაშვილი შეჯიბრში 1/8-ფინალიდან ჩაება.
მძიმე წონით კატეგორიაში მან ძალზე იოლად აჯობა მექსიკელ ხესე რუის ფლორესს – პირველ სეტში 4 ქულა აუღო, მეორეში კი ერთბაშად 7 და ვადამდე დაასრულა შეხვედრა.
ქართველ მძიმეწონოსანს არც მეორე პერიოდში შექმნია პრობლემა. დათომ ვადამდე იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ყაზახ მოჭიდავე დაულეტ შაბანბაის შეხვდა და დამაჯერებლად 2 სეტში დაამარცხა.
მოძმანაშვილი 1/2-ფინალში მონღოლ ჩულუნბაატ ჟარგალსაიხანსა და რუსეთის წარმომადგენელ ბილიალ მახოვს შეხვდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|