თავისუფალი სტილით ჭიდაობის მძიმე წონაში დავით მოძმანაშვილი ფინალში გავიდა. ქართველ მოჭიდავეს ნახევარფინალში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, რუსი ბილიარ შახოვი და მას ორ სეტში აჯობა.
პირველ სეტში მოძმანაშვილმა ქულიანი გდება გაუკეთა მოწინააღმდეგეს და ასე მოიგო. მეორეში შახოვმა ქულა აუღო, მაგრამ მოგვიანებით მოძმანაშვილმაც ქულიანი ილეთი გაუკეთა, დარჩენილ ნახევარ წუთში თავი დაიცვა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველ მძიმეწონოსანს ფინალშიც ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს – ოლიმპიადის და მსოფლიოს ჩემპიონატის ორ–ორგზის ჩემპიონი, უზბეკი არტურ ტაიმაზოვი.
internet.ge