ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ყველაზე სიმპათიურ სპორტსმენად
ხორვატიის ნაკრების კალათბურთელი ანტონია მისურა დაასახელეს - ასეთი შედეგი
დააფიქსირა იმ გამოკითხვამ, რომელიც პოპულარულმა სპორტულმა პორტალმა Bleacherreport.com
ჩაატარა.
24 წლის და 181 სანტიმეტრი სიმაღლის ანტონია არ გამოირჩევა თავისი
სპორტული მიღწევებით, მაგრამ მისი გარეგნობა საშუალებას აძლევს ყურადღების ცენტრში
იყოს და პოპულარობა მოიხვეჭოს. მისურას განცხადებით, ახლა მისი მთავარი მიზანია,
ისეთივე წარმატებული გახდეს თავის უშუალო საქმიანობაში, როგორც შოუბიზნესში.
Internet.ge